თავში

ტოივო კლაარი აზერბაიჯანში იმყოფება

ტოივო კლაარი აზერბაიჯანში იმყოფება
ტოივო კლაარი აზერბაიჯანში იმყოფება

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. დღეს ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

"მე ძალიან მოხარული ვარ, რამდენიმე თვის შემდეგ ისევ ვეწვიო ბაქოს. როგორც აღნიშნეთ, სიტუაცია შეიცვალა. ბოლო თვეებში იყო ბევრი შემთხვევა, რომელიც შეშფოთებას იწვევს. ჩემი დღევანდელი ვიზიტის განსაკუთრებული მიზეზი ახლა სწორედ ესაა", - განაცხადა კლაარმა შეხვედრაზე.

მისი თქმით, უმაღლესი წარმომადგენელი უკვე ელაპარაკა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

"ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებით, სტაბილურობითა და მშვიდობით ძალიან დაინტერესებულია. მე, ჩემს მხრივ, აქ სიტუაციის შესასწავლად ვიმყოფები", - განუცხადა ტოივო კლაარმა ილჰამ ალიევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system