თავში

თოჯინის მწარმოებელს ბავშვის სექსუალიზაციაში ადანაშაულებენ- PHOTO

თოჯინის მწარმოებელს ბავშვის სექსუალიზაციაში ადანაშაულებენ- PHOTO
თოჯინის მწარმოებელს ბავშვის სექსუალიზაციაში ადანაშაულებენ- PHOTO

საბავშვო სათამაშოს "L.O.L Surprise!", რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში, სოციალურ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

მშობლები სათამაშოს გაყიდვას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ზოგიერთ თოჯინას ცივ წყალში ჩასმის შემდეგ მოზრდილის სტილის საცვლები აცვია.

"საბავშვო სათამაშოს წყალში ჩასმის შემდეგ ჩანს, რომ მას გამომწვევი თეთრეული აცვია, რაც ბავშვებისთვის შეუსაბამოა. მწარმოებელი ხელს უწყობს ბავშვთა სექსუალიზაციას", - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

სოციალურ ქსელში სხვა მშობლებმა აღნიშNეს, რომ თოჯინის წყალში ჩასმის შემდეგ სხეულზე აღმოაჩინეს ტატუები და ბადიანი წინდებიც.

"გულწრფელად ვფიქრობდი, რომ ეს იყო ტყუილი, რადგან გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ სათამაშოების ერთ-ერთი უდიდესი კომპანია მსგავს რამეს გააკეთებდა. შეშფოთებული ვარ, რადგან კომპანიას, რომელიც ბავშვთა სექსუალიზაციას უწყობს ასობით გირვანქა სტერლინგს ვუხდიდი”, - განაცხადა მშობელმა.

მწარმოებლებმა, კომპანია "MGA Entertainment-მა" განაცხადა, რომ მან გაატარა მაკორექტირებელი ზომები მას შემდეგ, რაც თოჯინების მცირე რაოდენობაში შეუსაბამო ჩაცმულობა შეინიშნებოდა.

კომპანიის მიმართ აგრესია პირველი არ არის, რადგან 2019 წელს ბიჭების "L.O.L" თოჯინებს დაემატა სასქესო ორგანოები, რამაც კრიტიკოსების უკმაყოფილება გამოიწვია.

თოჯინები პირველად 2016 წელს გამოვიდა და კომპანიას შთამბეჭდავი ფინანსური მოგება მოუტანა. გასულ წელს მისმა შემოსავალმა 3,9 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system