თავში

ტოკიოს ოლიმპიადაზე COVID-19-ით 150-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

​ტოკიოს ოლიმპიადაზე COVID-19-ით 150-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა
ტოკიოს ოლიმპიადაზე COVID-19-ით 150-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ კიდევ შვიდ ადამიანს COVID-19 დაუდასტურდა. აქედან ორი უცხოელი სპორტსმენია. ჯამში, ამ თვის დასაწყისიდან ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 155 შეადგინა. ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს.

ორგანიზატორების თქმით, ორივე სპორტსმენი, რომელთაგან ერთი ჰოლანდიელი ჩოგბურთელია, სპორტულ სოფელში ცხოვრობდა.

სამი თამაშებთან დაკავშირებული ოფიციალური პირია, ერთი - კონტრაქტორი და ერთი საორგანიზაციო კომიტეტის წევრია.

კომიტეტის ცნობით, შვიდიდან ინფიცირებულიდან ხუთი უცხოეთიდან ჩამოვიდა. კვირისთვის იაპონიაში უცხო ქვეყნებიდან 37 579 ადამიანი ჩამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system