თავში

ტოკიოს ოლიმპიადაზე COVID-19-ით 225 ადამიანი დაინფიცირდა

​ტოკიოს ოლიმპიადაზე COVID-19-ით 225 ადამიანი დაინფიცირდა
ტოკიოს ოლიმპიადაზე COVID-19-ით 225 ადამიანი დაინფიცირდა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ კიდევ 27 ადამიანს COVID-19 დაუდასტურდა. აქედან 3 სპორტსმენია. ჯამში, ამ თვის დასაწყისიდან ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 225 შეადგინა. ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს.

უკვე მეორე დღეა ზედიზედ თამაშებთან დაკავშირებულ ადამიანების ინფიცირების ყოველდღიური რეკორდი ფიქსირდება. 29 ივნისს ორგანიზატორებმა 24 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადეს.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, ტოკიოში 12 ივლისიდან საგანგებო სიტუაციის რეჟიმი მოქმედებს. ამ მიზეზით, იაპონიის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშები, რომლებიც 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება, მაყურებლების გარეშე ტარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system