თავში

ტოკიოს ოლიმპიადაზე COVID-19-ით 353 ადამიანი დაინფიცირდა

​ტოკიოს ოლიმპიადაზე COVID-19-ით 353 ადამიანი დაინფიცირდა
ტოკიოს ოლიმპიადაზე COVID-19-ით 353 ადამიანი დაინფიცირდა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ კიდევ 31 ადამიანს COVID-19 დაუდასტურდა. აქედან 4 სპორტსმენია. ჯამში, ამ თვის დასაწყისიდან ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 353 შეადგინა. ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს.

ერთ-ერთი ინფიცირებული ბერძენი სპორტსმენია, რომელიც სინქრონულ ცურვაში გამოდის. ჯამში ამ გუნდში 6 ინფიცირებულია.

ოლიმპიადის მანძილზე ჯამში 543 ათასამდე ტესტი გაკეთდა.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, ტოკიოში 12 ივლისიდან საგანგებო სიტუაციის რეჟიმი მოქმედებს. ამ მიზეზით, იაპონიის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშები, რომლებიც 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება, მაყურებლების გარეშე ტარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system