თავში

ტოკიოს ოლიმპიადაზე COVID-19-ით 382 ადამიანი დაინფიცირდა

​ტოკიოს ოლიმპიადაზე COVID-19-ით 382 ადამიანი დაინფიცირდა
ტოკიოს ოლიმპიადაზე COVID-19-ით 382 ადამიანი დაინფიცირდა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ კიდევ 29 ადამიანს COVID-19 დაუდასტურდა. აქედან 4 სპორტსმენია. ჯამში, ამ თვის დასაწყისიდან ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 382 შეადგინა. ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს.

ახალ ინფიცირებულთა შორის სპორტსმენები არ არიან.

ოლიმპიადის მანძილზე ჯამში 570 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, ტოკიოში 12 ივლისიდან საგანგებო სიტუაციის რეჟიმი მოქმედებს. ამ მიზეზით, იაპონიის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშები, რომლებიც 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება, მაყურებლების გარეშე ტარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system