თავში

ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორები 18 ექსპერიმენტულ შეჯიბრს ჩაატარებენ

​ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორები 18 ექსპერიმენტულ შეჯიბრს ჩაატარებენ
ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორები 18 ექსპერიმენტულ შეჯიბრს ჩაატარებენ

ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი საცდელი ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს.

ჯამში, 2021 წლის მარტიდან 18 ღონისძიებაა დაგეგმილი. აქედან სულ მცირე 4-ში, მათ შორის ცურვაში, მხატვრულ ტანვარჯიშში, ფრენბურთში და მყვინთაობაში უცხოელი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. საცდელი შეჯიბრებების ნაწილი კი მათი მონაწილეობის გარეშე გაიმართება.

ამასთან, ორგანიზატორების თქმით, რამდენიმე ღონისძიებაზე მაყურებლებს დაუშვებენ, თუმცა ეს მხოლოდ იაპონიის მოქალაქეები იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადა 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე პერიოდში უნდა ჩატარებულიყო. კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიება 2021 წლისთვის გადაიდო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system