თავში

ტოკიოში კორონავირუსის 3 865 ახალი შემთხვევაა

ტოკიოში კორონავირუსის 3 865 ახალი შემთხვევაა
ტოკიოში კორონავირუსის 3 865 ახალი შემთხვევაა

ტოკიოს ხელისუფლებამ, სადაც ამჟამად ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტარდება, დაადასტურა, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 3 865 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ კიდევ 24 ადამიანს COVID-19 დაუდასტურდა. აქედან 3 უცხოელი სპორტსმენია. ჯამში, ამ თვის დასაწყისიდან ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 198 შეადგინა.

ცნობისთვის, ტოკიო -2020 წინა წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ორგანიზატორებმა ტურნირის გადადება გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, ღონისძიებამ სახელი მაინც შეინარჩუნა.

სპორტული აქტივობები ტოკიოს 42 მოედანზე იმართება. ტოკიო- 2020 ოფიციალურად 23 ივლისს, 15:00 საათზე „ახალ ეროვნულ სტადიონზე“ გაიხსნა. ეს მოედანი 68 000 გულშემატკივრებს იტევს, მაგრამ, COVID-19-ის გამო, დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

საქართველო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 11 სახეობაში 35 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system