თავში

ტოკიოში მეტროში მომხდარი აფეთქებიდან 25 წლისთავი აღნიშნეს

ტოკიოში მეტროში მომხდარი აფეთქებიდან 25 წლისთავი აღნიშნეს
ტოკიოში მეტროში მომხდარი აფეთქებიდან 25 წლისთავი აღნიშნეს

1995 წლის 20 მარტს ტოკიოს მეტროში იაპონური კულტის "Aleph-ის" წევრის ტერორისტულმა თავდასხმამ ათასობით ადამიანი დააზარალა. მომწავლელ გაზ „ზარინის“ გამოყენებით, კულტის წევრებმა 13 ადამიანი მოკლეს. 6 ათასზე მეტი მოიწამლა.

დღეს კასუმიგასეკის მეტროს სადგურზე მისულმა ადამიანებმა, მომუშავე პერსონალმა და ტრაგედიის დროს გარდაცვლილი მამაკაცის ქვრივმა, 73 წლის შიზუე ტაკაჰაშიმ მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად ყვავილები მიიტანეს და მწუხარებას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ქმარს, როგორც ადამიანს 25 წელია ვეღარ ვხედავ, მას მე არასდროს მივუტოვებივარ. ახლა კი დავუბრუნდი იმ მოგონებას, როცა მან ჩემთან ხორციელად ყოფნის პერიოდი შეწყვიტა"-, განაცხადა ქვრივმა.

ცერემონია ბევრად დიდი მასშტაბით იყო დაგეგმილი, თუმცა,კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით იგი შეძლებისდაგვარად შეამცირეს.

კულტის ლიდერი შოკო ასაჰარა და მისი 12 მოსწავლე, თავდასხმისა და სხვა დანაშაულების გამო 2018 წელს, სიკვდილით დასაჯეს (ჩამოახრჩვეს). 

აუმ შინრიკოს კულტი შოკო ასაჰარამ 1980-იან წლებში დაარსა. მან რელიგიური ორგანიზაციის სტატუსი 1989 წელს მიიღო და ათობით ათასი მიმდევარი გაიჩინა. კულტის წევრებს სწამდათ, რომ სამყაროს აღსასრული ახლოვდებოდა და მხოლოდ ისინი გადარჩებოდნენ. აშშ-ს, კანადას, რუსეთს, ევროკავშირს და ყაზახეთს კულტი ტერორისტული დაჯგუფებების სიაში ჰყავთ შეყვანილი.

2007 წელს კულტი დაიშალა და სახელი შეიცვალა. "ალეფი" და "ჰიკარი ნო ვა" იაპონიაში ლეგალურად არიან აღიარებული, თუმცა როგორც "საშიში რელიგიის" მქადაგებლები, დაკვირვების ქვეშ რჩებიან. მათ მიმდევრები სხვა ქვეყნებშიც ჰყავთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system