თავში

ტოკიოში საგანგებო სიტუაცია აგვისტოს ბოლომდე გახანგრძლივდა

​ტოკიოში საგანგებო სიტუაცია აგვისტოს ბოლომდე გახანგრძლივდა
ტოკიოში საგანგებო სიტუაცია აგვისტოს ბოლომდე გახანგრძლივდა

დედაქალაქ ტოკიოსა და კუნძულ ოკინავაზე საგანგებო სიტუაციის რეჟიმი აგვისტოს ბოლომდე გახანგრძლივდა. მიზეზი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვის ზრდა გახდა. ინფორმაციას Argus Media ავრცელებს.

ამასთან, იაპონიის სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა გეგმა, რომლის თანახმადაც საიტამას, კანაგავას, ჩიბასა და ოსაკას პრეფექტურებში ორშაბათიდან 31 აგვისტომდე საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა დღეს განაცხადებს.

ცნობისათვის, 29 ივლისს იაპონიაში კორონავირუსის 10 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის, აქედან 3 865 შემთხვევა დედაქალაქ ტოკიოში დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system