თავში

ტომ ჰენქსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შოუს წაიყვანს

​ტომ ჰენქსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შოუს წაიყვანს
ტომ ჰენქსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შოუს წაიყვანს

20 იანვარს ვაშნგტონში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება. ამასთან დაკავშირებით მსხვილი ამერიკული ტელეარხების ეთერში, რომელთა შორის არის: ABC, NBC, CBS, MSNBC და CNN, შოუ "Celebrating America" იქნება გადაცემული. მისი წამყვანი კი მსახიობი ტომ ჰენქსი იქნება.

Deadline-ის ინფორმაციით, მასში მონაწილეობას ჯასტინ ტიმბერლეიკი, დემი ლოვატო, ანთ კლემონსი და ჯონ ბონ ჯოვი მიიღებენ.

ასევე მაყურებელი იხილავს თავად ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის მიმართვებს.

"ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თქვენგანი ღონისძიებას საკუთარი სახლებიდან დააკვირდება, ჩვენ ნამდვილი ერთობის მომენტებს შევქმნით, რომელიც ამერიკული ლიდერობის ახალ ინკლუზიურ ხანას გაუსვამს ხაზს", - განაცხადა საინაუგურაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ტონი ალენმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ღონისძიებების უმეტესი ნაწილი ონლან რეჟიმში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system