თავში

ტომ ჰენქსმა წერილი მისწერა ბიჭს, სახელად კორონა, რომელსაც სკოლაში დასცინიან

ტომ ჰენქსმა წერილი მისწერა ბიჭს, სახელად კორონა, რომელსაც სკოლაში
ტომ ჰენქსმა წერილი მისწერა ბიჭს, სახელად კორონა, რომელსაც სკოლაში დასცინიან

ამერიკელმა მსახიობმა, ტომ ჰენქსმა, ავსტრალიელ ბიჭს წერილი მისწერა და საბეჭდი მანქანა გაუგზავნა. ტელეარხ 7 News-ის ცნობით, 8 წლის ბიჭს კორონა ჰქვია, რის გამოც, COVID-19 პანდემიის ფონზე, მას სკოლაში დასცინიან და აბულინგებენ.

8 წლის კორონა დე ვრის სახელი მზის ატმოსფეროს გარე ნაწილის პატივსაცემად დაარქვეს.

ცოტა ხნის წინ ბიჭმა, რომელმაც შეიტყო, რომ ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირდნენ, მსახიობს წერილი მისწერა და მათი ჯანმრთელობით დაინტერესდა.

წერილში კორონა ჰყვებოდა, რომ თავისი სახელი უყვარს, თუმცა ბოლო დროს მას სკოლაში კორონავირუსს ეძახიან, რაც აბრაზებს და სწყინს.

აშშ-ში დაბრუნების შემდეგ ჰენქსმა მას პასუხი და საბეჭდი მანქანა გაუგზავნა, რომელიც ავსტრალიაში სტუმრობისას თან ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მასზე "კორონა" წერია.

"მე და ჩემს ცოლს გაგვიხარდა შენი წერილის მიღება... ტელევიზორში გნახე, აშშ-ში რომ დავბრუნდი... მართალია, იმ დროს უკვე ჯანმრთელი ვიყავი, მაგრამ შენი წერილის წყალობით კიდევ უკეთ გავხდი", - წერს ჰენქსი და ბიჭს მადლობას უხდის.

წერილის ბოლოს ჰენქსმა დაწერა "შენ გყავს მეგობარი - მე!". 

ამერიკელ მსახიობ ტომ ჰენქსსა და მის მეუღლეს, რიტა ვილსონს კორონავირუსი 12 მარტს დაუდასტურდა. ამის შესახებ "ტვიტერში" თავად ვარსკვლავმა დაწერა.

წყვილმა საავადმყოფო 17 მარტს დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system