თავში

ტომ კრუზმა თავის ცხოვრებაში ყველაზე საშიში ილეთი შეასრულა - PHOTO - VIDEO

ტომ კრუზმა თავის ცხოვრებაში ყველაზე საშიში ილეთი
ტომ კრუზმა თავის ცხოვრებაში ყველაზე საშიში ილეთი შეასრულა - PHOTO - VIDEO

"შეუსრულებელი მისია 7-ის" გადაღებების დროს ტომ კრუზმა თავის ცხოვრებაში ყველაზე საშიში ილეთი შეასრულა.

თვითმხილველების თქმით, მსახიობმა საშიში მოქმედება ოთხჯერ გაიმეორა, სანამ კინორეჟისორმა, ქრისტოფერ მაკქერიმ სასურველი კადრები არ მიიღო. კონკრეტული კადრის გადაღება ნორვეგიაში სპეციალურ პანდუსზე მოხდა.

სერიალის გადაღებებისთვის, ტომ კრუზი სპეციალურად შექმნილი პანდუსიდან მოტოციკლით პარაშუტის დახმარებით გადახტა. საშიში კადრების გადასაღებად ვერტმფრენი გამოიყენეს.

სახიფათო ილეთის შესრულებას, წინ უძღოდა უამრავი ტრენინგი და ზუსტი გათვლები. მსახიობი პარაშუტით კლდიდან რამდენჯერმე გადახტა, რათა ქარის მიმართულება გაერკვია და ნახტომისთვის წარმატებული კუთხე აერჩია.

შეგახსენებთ, "შეუსრულებელი მისია 7-ის" გადაღებების განახლების შესახებ კინორეჟისორმა ქრისტოფერ მაკქერიმ საზოგადოებას Instagram-ის საშუალებით აცნობა. მისი გამოსვლის თავდაპირველი დრო 2021 წლის ზაფხული დასახელდა, თუმცა გეგმები შეიცვალა და ის 2021 წლის შემოდგომაზე გამოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system