თავში

ტყის ხანძრები სიდნეის სახიფათო დისტანციაზე უახლოვდება

​ტყის ხანძრები სიდნეის სახიფათო დისტანციაზე უახლოვდება
ტყის ხანძრები სიდნეის სახიფათო დისტანციაზე უახლოვდება

ავსტრალიაში, ახალი უელსის შტატში, მეხანძრეები ტყის ხანძრების 150 კერას ებრძვიან და ცეცეხლის შეკავებას ცდილობენ. ცეცხლის სწრაფად გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს. სამაშველო სამსახურების განცხადებით, ცეცხლის 8 კერა, ქვეყნის უდიდეს, 5 მილიონი ადამიანით დასახლებულ ქალაქს, განსააკუთრებულ საფრთხეს უქმნის. სიდნეი კვამლშია გახვეული. 

ნოემბერში დაწყებულ ტყის ხანძრებს უკვე ემსხვერპლა 4 ადამიანი, დაიწვა 680 სახლი და ამ დრომდე ცეცხლის ალშია გახვეული ახალი სამხრეთ უელსის, ვიქტორიას, სამხრეთ ავსტრალიისა და ქუინსლენდის შტატები.

ავსტრალიაში 2009 წლის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბურია ხანძრებია. 2009 წელს, ტყის ხანძრების დროს, 144 დაშავდა და 173 ადამიანი დაიღუპა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system