თავში

მარმარისში სასტუმროების ევაკუაცია გამოცხადდა

​მარმარისში სასტუმროების ევაკუაცია გამოცხადდა
მარმარისში სასტუმროების ევაკუაცია გამოცხადდა

მარმარისში, სადაც ხანძარი მძვინვარებს, სასტუმროს პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია გამოცხადდა. ინფორმაციას ტელეარხი NTV ავრცელებს.

ამ რაიონში ხანძარს 5 ვერტმფრენი, ერთი თვითმფრინავი და 30 სახანძრო მანქანა ებრძვის. ამ დროისთვის ცეცხლი მოედო ტყეს, რომელთან ახლოს საცხოვრებელი სახლები და სასტუმროები მდებარეობს. ამასთან, ქარის მიმართულების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხანძარი შენობებს მიუახლოვდეს.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტყის ხანძრები ბოდრუმში და კიდევ რამდენიმე საკურორტო ქალაქებში დაიწყო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაციას, რომ მანავგატში ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა. 122 ადამიანი დაშავდა, აქედან 58-სა სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system