თავში

ტრაგედიის შემდეგ, ჰოლივუდის ნაწილი გადაღებისას იარაღის აკრძალვის მომხრეა

ტრაგედიის შემდეგ, ჰოლივუდის ნაწილი გადაღებისას იარაღის აკრძალვის
ტრაგედიის შემდეგ, ჰოლივუდის ნაწილი გადაღებისას იარაღის აკრძალვის მომხრეა

ჰოლივუდის კინოინდუსტრიას, კომპიუტერული გრაფიკის წყალობით ლიმიტები არ გააჩნია. ნებისმიერი რეალობა შეიძლება დიდ ეკრანზე გაკეთდეს ვირტუალურად, მაგრამ იმდენად რეალურად, რომ მაყურებელი ამოგზაუროს დისტოპიურ სამყაროსი, კოსმოსში, ან სულაც აბსტრაქტულ სივრცეებში. 

ცოტა ხნის წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ, როდესაც მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ტრაგიკული გასროლით ოპერატორი იმსხვერპლა, კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ კინოწარმოებისას დღემდე იყენებენ რეალურ იარაღებს, რაც არ არის უსაფრთხო. 

ჰოლივუდის ნაწილი ფიქრობს, რომ მოვიდა დრო, ეს კომპიუტერული გრაფიკის ნაწილი გახდეს და ადამიანის უსაფრთხოებას მეტი ყურადღება მიექცეს. 

ABC-ის სატელევიზიო შოუ “The Rookie”-ს აღმასრულებელი პროდიუსერი აცხადებს, რომ ის ნამდვილი იარაღის ნაცვლად გამოიყენებს რეპლიკას, რომელშიც ტყვიების ნაცვლად უვნებელი გრანულები იქნება გამოყენებული, ხოლო მეტი ეფექტურობისთვის რეალური სროლის სურათის მიღება პოსტპროდაქშენის საქმე გახდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system