თავში

ტრაილერში დაღუპული 16 მიგრანტის ცხედარი ვიეტნამში ჩაასვენეს - PHOTO

​ტრაილერში დაღუპული 16 მიგრანტის ცხედარი ვიეტნამში ჩაასვენეს
ტრაილერში დაღუპული 16 მიგრანტის ცხედარი ვიეტნამში ჩაასვენეს - PHOTO

16 მიგრანტის ცხედარი, რომლებიც ოქტომბერში, დიდ ბრიტანეთში, სატვირთო მანქანაში იპოვეს, ვიეტნამში, ჰანოის აეროპორტში ჩაასვენეს. ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, ოჯახის წევრებს ცხედრებს დღეს გადასცემენ და დაკრძალვაც დღესვე მოხდება.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე ქვეყანაში ამ დრომდე გრძელდება. ბრიტანეთის პოლიციამ სასექსის საგრაფოში, ქალაქ გრეისში, ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი 23 ოქტომბერს აღმოაჩინა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 25 წლის მძღოლი ჩრდილოეთ ირლანდიიდან, მო რობინსონი და კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულები არიან.

ლონდონთან აღმოჩენილი 39 ადამიანი წარმოშობით ვიეტნამელი იყო.

ვიეტნამის პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, რომელებიც ლონდონის მახლობლად 39 ცხედრის აღმოჩენის საქმესთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი.

ვიეტნამის ოფიციალური პირები მომხდარს სერიოზულ ჰუმანიტარულ ტრაგედიას უწოდებენ.

დაღუპულთა ოჯახის წევრების განცხადებით, მათ კონტრაბანდისტებს, საკუთარი შვილების დიდ ბრიტანეთში მოსახვედრად, საკმაოდ დიდი თანხები გადაუხადეს, იმ იმედით, რომ მუშაობის შემდეგ, ისინი ამ ფულის უკან დაბრუნებას და ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფასაც შეძლებდნენ.

ვიეტნამში არსებული მძიმე სოციალური პირობებისა და უკიდურესი გასაჭირის გამო, ახალგაზრდობა, უკეთესი მომავლის მოლოდინში, ხშირად სიცოცხლის ფასად, ევროპაში არალეგალურად ცდილობს შეღწევას. 

ფოტომასალას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system