
,,თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ,,ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს.
როგორც ტრამპი იუწყება, ის უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრს დღეს დატოვებს.
„თავს შესანიშნავად ვგრძნობ. არ შეგეშინდეთ კოვიდის. არ დაუშვათ, რომ მან მართოს თქვენი ცხოვრება. თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ“, - წერს ტრამპი ტვიტერში.
აშშ-ის პრეზიდენტს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდა.
I will be leaving the great Walter Reed Medical Center today at 6:30 P.M. Feeling really good! Donât be afraid of Covid. Donât let it dominate your life. We have developed, under the Trump Administration, some really great drugs & knowledge. I feel better than I did 20 years ago!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) October 5, 2020