თავში

ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
ტრამპი  2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას  გეგმავს

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ დაადასტურა, რომ მომავალ, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას ისევ გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Independent ავრცელებს.

ვიდეოჩანაწერში, რომელის Politico-მ და სხვა ამერიკულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, ჩანს საშობაო შეკრება თეთრ სახლში. პრეზიდენტთან რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრები არაინ შეკრებილები. ჩანაწერში კარგად ისმის მათი საუბარი.

"ეს არაჩვეულებრივი 4 წელი იყო. ჩვენ ვცდილობთ კიდევ მომდევნო ოთხი წელი შევქმნათ. თუ არა და, ისევ შევხვდებით 4 წელიწადში",- განაცხადა ტრამპმა.

მოქმედი პრეზიდენტის ამ განცხადებას გუნდში აღფრთოვანებითა და აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპი მომავალი საპრეზიდენტო კამპანიის შესახებ განცხადების გაკეთებას 2021 წლის 20 იანვარს, არჩეული პრეზიდენტის - ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს გეგმავს. პრესაში აცხადებენ, რომ ტრამპი შეეცდება ბაიდენის ინაუგურაციის დროს ყურადღება ისევ საკუთარ თავზე გადაიტანოს და ამ დღის მთავარი მოქმედი გმირი მაინც თავად გახდეს.
აშშ-ის ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტი ჰოვერ კლივლენდი იყო, რომელმაც მეორე ვადისთვის ბრძოლაში მარცხის შემდეგ, ისევ შეძლო თეთრ სახლში წარმატებით დაბრუნება. კლივლენდი პირველად პრეზიდენტად 1884 წელს, მეორედ კი - 1892 წელს აირჩიეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system