თავში

ტრამპი ადასტურებს, რომ ერდოღანთან შეხვედრას 13 ნოემბერს აპირებს

​ტრამპი ადასტურებს, რომ ერდოღანთან შეხვედრას 13 ნოემბერს აპირებს
ტრამპი ადასტურებს, რომ ერდოღანთან შეხვედრას 13 ნოემბერს აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას ვაშინგტონში 13 ნოემბერს აპირებს. ამის შესახებ ის „ტვიტერში“ წერს

„ახლახანს თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა. მან მაცნობა, რომ მათ „ისლამური სახელმწიფოს“ მრავალი მებრძოლი დააკავეს , რომლებიც, როგორც ვრცელდებოდა ინფორმაცია, კონფლიქტის დროს გაიქცნენ, მათ შორის მკვლელი ტერორისტის, ალ-ბაღდადის ცოლი და და. ასევე, ვისაუბრეთ მათ საზღვარზე სირიასთან, ტერორიზმის აღმოფხვრაზე, ქურთებთან მტრობის დასრულებასა და სხვა ბევრს საკითხზე. ველოდები მომავალ ოთხშაბათს, 13 ნოემბერს თეთრ სახლში პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრას“, – წერს დონალდ ტრამპი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system