თავში

ტრამპი: ახლავე გახსენით სალოცავები!

ტრამპი: ახლავე გახსენით სალოცავები!
ტრამპი: ახლავე გახსენით სალოცავები!

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სალოცავების გახსნა მოითხოვა. ტრამპის განმარტებით, ეს აუცილებელია. 

აღნიშნული განცხადება მან ეთეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც  შტატების ხელისუფლების ის წარმომადგენლები გააკრიტიკა, რომლებმაც ალკოჰოლის მაღაზიებისა და აბორტის კლინიკების გახსნას მხარი დაუჭირეს.  

"ამერიკაში მეტი ადამიანი გვჭირდება, რომელიც ლოცულობს და არა ნაკლები. დღეს მე სალოცავ ადგილებს, ეკლესიებს, სინაგოგებსა და მეჩეთებს აუცილებელ ადგილებად ვაცხადებ. ისინი აუცილებელ საქმიანობას ეწევიან. 

ზოგიერთმა გუბერნატორმა აუცილებელ ადგილად აბორტის კლინიკები და ალკოჰოლის მაღაზიები მიიჩნია, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს ეკლესიები და სალოცავი ადგილები. ეს არასწორია“, – განაცხადა ტრამპმა ბრიფინგზე. 

CDC– ის 60 – გვერდიან სახელმძღვანელოში  ბიზნესის, სკოლების, მასობრივი სატრანზიტო სისტემებისა და სხვა დაწესებულებების გასახსნელად მითითებები იყო, რომელიც  მიმდინარე თვის დასაწყისში გამოქვეყნდა, მაგრამ მასში სალოცავი სახლების გახსნის შესახებ არაფერი ეწერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system