თავში

ტრამპი: არჩევნები დასრულებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

ტრამპი: არჩევნები დასრულებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
ტრამპი: არჩევნები დასრულებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ ჯო ბაიდენი გამარჯვების აღნიშვნას ჩქარობს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

”ყველამ ვიცით, რატომ ჩქარობს ჯო ბაიდენი ცრუ გამარჯვების და რატომ ცდილობენ მისი მოკავშირეები მედიაში მის დახმარებას: მათ არ სურთ სიმართლე გაამჟღავნონ. სიმართლე ის არის, რომ ეს არჩევნები დასრულებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არის", - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენი გამარჯვებულად ოფიციალურად არ არის გამოცხადებული. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პენსილვანიაში რესპუბლიკელების დამკვირვებლებს დათვლის პროცესის დაკვირვების საშუალებას არ აძლევდნენ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის არჩევნების შედეგების სამართლიან გამოძიებას სასამართლოში მოითხოვს. 

"ამერიკელ ხალხს პატიოსანი არჩევნების უფლება აქვს: ეს ნიშნავს, იმას, რომ  დაითვალონ ყველა კანონიერი ბიულეტენს და არ დათვალონ არალეგალური ბიულეტენები. ეს არის ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საზოგადოება სრულად ენდობოდეს ჩვენს არჩევნებს. შოკისმომგვრელია, რომ ბაიდენის კამპანია უარს ამბობს ამ პრინციპზე და სურს ბიულეტენების დათვლა მაშინაც კი, თუ ისინი თაღლითურია, ხელოვნურად არის დამზადებული, არ არის დაშვებული ან გარდაცვლილი ამომრჩევლის მიერ არის შევსებული. დამკვირვებლებს საარჩევნო ოთახის გარეთ მხოლოდ არასწორი მხარე თუ გამოუშვებს, შემდეგ კი სასამართლოში იბრძოდნენ, რომ ისინი უბნებზე არ შეეშვათ.

რას მალავს ბაიდენი? მე არ მოვისვენებ მანამ, სანამ ამერიკელი ხალხის ხმებს პატიოსნად არ დაითვლიან, როგორც ამას ხალხი და დემოკრატია მოითხოვს", - აცხადებს დონალდ ტრამპი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system