თავში

ტრამპი არჩევნების შემდეგ გენპროკურორისა და FBI-ის ხელმძღვანელის გადაყენებას გეგმავს?

ტრამპი არჩევნების შემდეგ
ტრამპი არჩევნების შემდეგ გენპროკურორისა და FBI-ის ხელმძღვანელის გადაყენებას გეგმავს?

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების შემდეგ გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის ქრისტოფერ რეისა და გენერალური პროკურორის უილიამ ბარის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ, წყაროზე დაყრდნობით, Washington Post-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის უკმაყოფილება იმით არის განპირობებული, რომ სამართალდამცავი ორგანოები მისი საარჩევნო კამპანიის დაჩქარებას ვერ უზრუნველყოფენ, როგორც ეს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 2016 წელს გააკეთა. ტრამპი ასევე უკმაყოფილოა, რომ სამართალდამცავებმა პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის ჰანტერის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება არ დაიწყეს.

მედიის ინფორმაციით, ტრამპს სურს, რომ გამოძიება უშუალოდ არჩევნების წინა დღეებში დაიწყოს, ისევე, როგორც ეს 2016 წელს ჰილარი კლინტონის შემთხვევაში მოხდა. 2016 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კლინტონის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას სამსახურეობრივი საქმიანობისთვის პირად ფოსტას გამოყენებასთან დაკავშირებით საქმის გამოძიება განაახლა, რაც, სავარაუდოდ, კლინტონის არჩევნებში დამარცხების მთავარი მიზეზი გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system