თავში

ტრამპი ასანჟის შეწყალებას რუსეთთან დაკავშირებული აღიარების სანაცვლოდ სთავაზობდა

ტრამპი ასანჟის შეწყალებას რუსეთთან დაკავშირებული აღიარების სანაცვლოდ სთავაზობდა
ტრამპი ასანჟის შეწყალებას რუსეთთან დაკავშირებული აღიარების სანაცვლოდ სთავაზობდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი WikiLeaks-ის დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟის შეწყალებას სთავაზობდა, თუმცა გარკვეული პირობებით. ასანჟის  უნდა ეღიარებინა, რომ რუსეთს 2016 წელს WikiLeaks-ის გვერდებზე დემოკრატიული პარტიის დოკუმენტების გამოქვეყნებასთან არაფერი  საერთო არ ჰქონდა. ინფორმაციას სააგენტო "Reuters" ავრცელებს.

48 წლის ასანჟის ადვოკატმა ედვარდ ფიტცჯერალდმა დიდი ბრიტანეთში, სასამართლოში გამოსვლისას განაცხადა, რომ ასანჟიმ, პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრის, რესპუბლიკელი დეინა რორაბახისგნა მიიღო, რომელიც მასთან პრეზიდენტმა გაგზავნა. შეწყალება იმ პირობით მოხდებოდა, თუ ასანჟი იტყოდა, რომ რუსეთს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვერების გატეხვასთან და იქიდან ინფორმაციის გაჟონვასთან, რამაც ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიას სერიოზული ზიანი მიაყენა, კავშირი არ ჰქონდა. თავად ყოფილი კონგრესმენი უარყოფს, რომ ტრამპსა და ასანჟის შორის შუამავლის როლს ასრულებდა.

ინფორმაციას უარყოფენ თეთრ სახლში. თეთრი სახლის პრესმდივნის, სტეფანი გრიშმანის განცხადებით, დონალდ ტრამპი ახლოს არც კი იცნობს დეინა რორაბახს. მან მხოლოდ ის იცის, რომ ის ყოფილი კონგრესმენია. მათ არასოდეს ულაპარაკიათ არც ასანჟიზე და არც სხვა რაიმე თემაზე.

ბრალდებებს უარყოფს რუსული მხარეც.

კიბერთავდასხმა დემოკრატიული პარტიის სერვერებზე 2016 წელს მოხდა და იქიდან დიდი რაოდენობით ინფორმაციამ გაჟონა. მალე პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრების 20 ათასამდე ელექტრონული წერილი WikiLeaks-ის გვერედებზე გამოქვეყნდა.

ჯულიან ასანჟიმ 7 წელი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში გაატარა, თუმცა 2019 წელს ეკვადორმა მას თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა და იგი აპრილში დააკავეს.

აშშ მას სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტაციის პუბლიკაციაში ადანაშაულებს. ჟურნალისტს 35 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება. ორშაბათს ლონდონში საქმის მოსმენა თავად ასაჟის მონაწილეობით დაიწყება. დიდი ბრიტანეთის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მოხდება თუ არა ასანჟის აშშ-ში ექსტრადირება.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system