თავში

ტრამპი: აშშ-მექსიკის საზღვარზე ახალი 400 კმ-იანი კედელი აშენდა

ტრამპი: აშშ-მექსიკის საზღვარზე ახალი 400 კმ-იანი კედელი აშენდა
ტრამპი: აშშ-მექსიკის საზღვარზე ახალი 400 კმ-იანი კედელი აშენდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მექსიკის საზღვარზე დაახლოებით 400 კმ-იანი სასაზღვრო კედელი უკვე აშენდა, ხოლო წლის ბოლოს მისი სიგრძე 730 კმ-ს მიაღწევს.  ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

"სამხრეთ საზღვარზე ამ დროისათვის 240 მილის სიგრძის (დაახ. - 386 კმ) ახალი სასაზღვრო კედელი ავაშენეთ. წლის ბოლოსთვის მისი სიგრძე 450 მილს (727 კმ) მიაღწევს. ჩვენ შევქმენით საუკეთესო საზღვარი. რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს სურთ ეს საზღვრები ყველასთვის ღია იყოს, მათ შორის მრავალი კრიმინალისთვის, რათა ქვეყანაში შემოვიდნენ! ", - წერს ტრამპი Twitter-ზე.

გასული წლის დეკემბერში პენტაგონმა განაცხადა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის  მექსიკუს საზღვართან სასაზღვრო კედლის ახალი მონაკვეთი აშენდება. სამუშაოების ღირებულება 400 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system