თავში

ტრამპი: აშშ მოძრაობა "ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანს

ტრამპი: აშშ მოძრაობა "ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანს
ტრამპი: აშშ მოძრაობა ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანს

"შეერთებული შტატების მთავრობა მოძრაობა „ანტიფას“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანს" - წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

დონალდ ტრამპი შეერთებულ შტატებში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მომხდარ არეულობას "ანტიფას" მოძრაობას უკავშირებს. ამ ინციდენტმა ჯერ მასობრივი პროტესტი გამოიწვია მინინეპოლისში, სადაც ფლოიდი დააკავეს, შემდეგ კი ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში. აქტიური დემონსტრაციები არეულობებში გადაიზარდა, რომელშიც ტრამპის განცხადებით, "ანტიფას" მხარდამჭერები იღებდნენ მონაწილეობას. მშვიდობიან მოსახლეობასა და სპეცსამსახურებს შორის აჯანყების შედეგად დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, როგორც მომიტინდეები, ასევე სამართალდამცავები.

შეგახსენებთ, აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა გრძელდება. მომიტინგეები გასულ კვირას მინეაპოლისში 46 წლის ადგილობრივი აფროამერიკელის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ. ფლოიდი სამართალდამცავებმა მანქანიდან გადმოიყვანეს, ბორკილები დაადეს და ასფალტზე დააწვინეს, ხოლო ერთი ოფიცერი ჯორჯს კისერზე ფეხით აწვებოდა. თვითმხილველთა თქმით, დაკავებული პოლიციას ეუბნებოდა, რომ მას სუნთქვა არ შეეძლო. მალევე მან გონება დაკარგა და მოგვიანებით ჯორჯ ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system