თავში

ტრამპი აშშ-ში ჩინეთის ყველა დიპლომატიური მისიის დახურვით იმუქრება

​ტრამპი აშშ-ში ჩინეთის ყველა დიპლომატიური მისიის დახურვით იმუქრება
ტრამპი აშშ-ში ჩინეთის ყველა დიპლომატიური მისიის დახურვით იმუქრება

დონალდ ტრამპი აშშ-ის ტერიტორიაზე ყველა დიპლომატიური მისიის დახურვით იმუქრება. ამის შესახებ ამერიკელმა ლიდერმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰიუსტონში ჩინეთის გენერალურ საკონსულოში თანამშრომლები დოკუმენტებს წვავდნენ.

"მინდა ვიცოდე, რა მოხდა იქ", - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ "აშშ-ის ტერიტორიაზე ჩინეთის დანარჩენი დიპლომატიური მისიების დახურვა ყოველთვის შესაძლებელია".

შეგახსენებთ, მანამდე ჩინეთის გენერალური საკონსულოს შენობაში აალება მოხდა. თვითმხილველები ვარაუდობდნენ, რომ დიპლომატიურ მისიაში ხანძარს ჰქონდა ადგილი, თუმცა მოგვიანებით გაჩნდა ეჭვი, რომ თანამშრომლები დოკუმენტებს წვავდნენ.

ამის შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა განაცხადა, რომ აშშ-მა ჩინეთს ჰიუსტონში გენერალური საკონსულოს დახურვა მოსთხოვა.

„21 ივლისს აშშ-მა ჩინეთს ჰიუსტონში ჩინეთის გენერალური საკონსულოს დახურვა მოსთხოვა. ეს აშშ-ის მხრიდან ცალმხრივი პოლიტიკური პროვოკაციაა, რაც საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპების სერიოზული დარღვევაა“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system