თავში

ტრამპი: ბაიდენს ძალიან ცუდი მეხსიერება აქვს და დადებითი თვისება არ გააჩნია

ტრამპი: ბაიდენს ძალიან ცუდი მეხსიერება აქვს და დადებითი თვისება არ გაა
ტრამპი: ბაიდენს ძალიან ცუდი მეხსიერება აქვს და დადებითი თვისება არ გააჩნია

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ აშშ-ს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს, რომელიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ოპონენტია, ძალიან ცუდი მეხსიერება აქვს და არანაირი დადებითი თვისება არ გააჩნია.

ჟურნალისტ შერილ ატკისონთან ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტიც Twitter-ზე გამოქვეყნდა, როდესაც ტრამპს ჰკითხეს, რა უპირატესობა აქვს ბაიდენს, პრეზიდენტმა უპასუხა: ”მე ვიტყოდი, რომ ეს გამოცდილებაა. მაგრამ სინამდვილეში მას არ აქვს გამოცდილება, რადგან არა მგონია, მას  ის მაინც ახსოვდეს, რაც გუშინ გააკეთა. რა გამოცდილებაზე უნდა ვისაუბროთ? " 

"ბაიდენი არასოდეს მიიჩნეოდა ინტელექტუალ პიროვნებად. მე შემიძლია მის სისუსტეზე მთელი დღის განმავლობაში ვისაუბრო”,  - დასძინა ტრამპმა.

აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ეროვნული კონგრესი, რომლის დროსაც პარტიები საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატურას წარადგენენ, ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო 17-20 აგვისტოსთვის გადაიდო. 

New York Times- ის ცნობით, ბაიდენმა უკვე უზრუნველყო 1,550 დელეგატის მხარდაჭერა ეროვნულ კონგრესზე. კონგრესზე კენჭისყრაში გასამარჯვებლად და  პრეზიდენტობის კანდიდატად ასარჩევად საჭიროა, რომ განმცხადებელმა 1,991 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვოს.

ტრამპმა რესპუბლიკური პარტიისგან უკვე მიიღო დელეგატების ხმათა საკმარისი რაოდენობა. რესპუბლიკური პარტიის კონგრესი 24-27 აგვისტოს გაიმართება.

შეერთებულ შტატებში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system