თავში

ტრამპი ჩინური კომპანიების სასანქციო სიებს აფართოებს

ტრამპი ჩინური კომპანიების სასანქციო სიებს აფართოებს
ტრამპი ჩინური კომპანიების სასანქციო სიებს აფართოებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მოთხოვნით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომ სანქციების ჩამონათვალს კიდევ 4 ჩინური კომპანია დაემატოს, ესენია: ჩიპების უდიდესი მწარმოებელი კომპანია SMIC, ნავთობისა და გაზის მწარმოებელი კომპანია CNOOC და China Construction Technology Co Ltd. და China International Engineering Consulting Corp.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ამ კომპანიებს ჩინელი სამხედროები აკონტროლებენ. ცნობილია, რომ კომპანიების საერთო რაოდენობა 35-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ სანქციები "ჩინური სამხედრო კომპანიების" მიმართ გულისხმობს გარკვეული ამერიკული საქონლისა და ტექნოლოგიების გაყიდვის აკრძალვას. ასევე, თეთრი სახლის ახალი ბრძანების თანახმად, 2021 წლის ნოემბრიდან ინვესტორებს სიაში შეტანილი კომპანიების ფასიანი ქაღალდების ყიდვა ეკრძალებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system