თავში

ტრამპი COVID-19-ზე ტესტირებას არ აპირებს

ტრამპი COVID-19-ზე ტესტირებას არ აპირებს
ტრამპი COVID-19-ზე ტესტირებას არ აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აპირებს კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას, მიუხედავად იმისა, რომ მას კონტაქტი ჰქონდა ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანთან,  ფაბიო ვეინგარტენთან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მათ თითქმის არანაირი ინტერაქცია არ ჰქონიათ და ამ ეტაპზე ტესტირების აუცილებლობა არ არის.

მანამდე, ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანმა ფაბიო ვეინგარტენმა Instagram-ზე დონალდ ტრამპთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსიც ჩანს.

კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარა თავად ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმაც. ტესტის ოფიციალური პასუხი ჯერ ცნობილი არ არის. ბოლსონარუ ამ კვირაში აშშ-დან დაბრუნდა, სადაც ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს შეხვდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system