თავში

ტრამპი FBI-ის დირექტორის განთავისუფლებას არ გამორიცხავს

ტრამპი FBI-ის დირექტორის განთავისუფლებას არ გამორიცხავს
ტრამპი FBI-ის დირექტორის განთავისუფლებას არ გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, კრისტოფერ რეის გათავისუფლებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Politico იუწყება.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  FBI–ის დირექტორის მიერ კონგრესის წინაშე, საგარეო და საშინაო საფრთხეებთან დაკავშირებით მიცემული ჩვენების გამო  უკმაყოფილება გამოხატა და აღნიშნა, რომ მისი სხვა კადრით შეცვლას არ გამორიცხავს. 

ტრამპის განცხადებით, მას არ მოეწონა, რომ საკომიტეტო მოსმენის დროს კრისტოფერ რეიმ აშშ-ის არჩევნების მთავარ საფრთხეებად რუსეთი და მემარჯვენე რადიკალური დაჯგუფება დაასახელა და არაფერი თქვა ჩინეთსა და მემარცხენე რადიკალურ დაჯგუფება "ანტიფაზე".

”შეიძლება სხვებიც გვყავდეს და მე არავის გამოვრიცხავ, მაგრამ ჩინეთი დიდი პრობლემაა და ის რომ მას ამის თქმა არ სურს ნამდვილად მაწუხებს", - განაცხადა ტრამპმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system