თავში

ტრამპი გენერალურ პროკურორს არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას სთხოვდა - CNN

ტრამპი გენერალურ პროკურორს არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას სთხოვდა - CNN
ტრამპი გენერალურ პროკურორს არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას სთხოვდა - CNN

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2020 წლის დეკემბერში იმ დროს მოქმედ გენერალურ პროკურორსზე, ჯეფრი როზენზე ზეწოლას ახდენდა, რომ ნოემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებულად გამოეცხადებინა - ამის შესახებ CNN წერს.

„2020 წლის 27 დეკემბერს ტრამპი ზეწოლას ახდენდა როზენზე და დონაჰიუზე, რომ გამოეცხადებინათ არჩევნები უკანონოდ და გაყალბებულად, მას შემდეგაც კი, რაც იუსტიციის დეპარტამენტმა ხმების ფართომასშტაბიანი გაყალბების მტკიცებულებები ვერ მოიპოვა. დონაჰიუს ჩანაწერების მიხედვით, ტრამპმა მას სატელეფონო საუბრისას ასეთი რამ უთხრა: „უბრალოდ თქვი, რომ არჩევნები გაყალბებული იყო და დანარჩენი მე და „რესპუბლიკელ“ კონგრესმენებს მოგვანდე“, - წერს CNN.

CNN განმარტავს, რომ ტრამპის ამ საუბრის შესახებ დონაჰიუს ჩანაწერები აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მთავარ საგამოძიებო - ზედამხედველობის კომიტეტს გადაეცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system