თავში

ტრამპი: იარაღის ტარების უფლება ხელშეუხებელია

​ტრამპი: იარაღის ტარების უფლება ხელშეუხებელია
ტრამპი: იარაღის ტარების უფლება ხელშეუხებელია

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელების უფლება იარაღის ტარების შესახებ ხელშეუხებელი დარჩება. ვირჯინიაში გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციების ფონზე მან ეს განცხადება "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.

"მე არასოდეს დავუშვებ, რომ ჩვენი დიადი მეორე შესწორება დაუცველი დარჩეს, თუნდაც ოდნავ", - წერს აშშ-ს პრეზიდენტი.

ვირჯინიის შტატის დედაქალაქ რიჩმონდში იარაღის ტარებისა და შენახვის უფლების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა Virginia Citizens Defense League იყო. დემონსტრანტები შტატში ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე ახალი შეზღუდვების შემოღების წინააღმდეგ გამოდიან, რასაც ვირჯინიის გენერალური ასამბლეა და დემოკრატიული პარტია გეგმავს. დემონსტრანტებმა შტატის გუბერნატორის, დემოკრატი რალფ ნორტამის გადადგომა მოითხოვეს.

შეგახსენებთ, 1791 წლის დეკემბერში რატიფიცირებული იყო აშშ-ს კონსტიტუციის მეორე შესწორება - რადგან თავისუფალი სახელმწიფოს უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია კარგად გაწვრთნილი პოლიცია, არ უნდა შეიზღუდოს ხალხის უფლება, შეინახოს და ატაროს იარაღი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system