თავში

ტრამპი იმპიჩმენტის პროცესზე, დასწრების ნაცვლად, წერილობით გამოსვლას გეგმავს

ტრამპი იმპიჩმენტის პროცესზე, დასწრების ნაცვლად, წერილობით გამოსვლას
ტრამპი იმპიჩმენტის პროცესზე, დასწრების ნაცვლად, წერილობით გამოსვლას გეგმავს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სენატში საკუთარი იმპიჩმენტის პროცესზე, დასწრების ნაცვლად, წერილობით მიმართვას გააგზავნის. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი ამ გზით პროცესზე დასწრების თავიდან აცილებას შეეცდება.

მიუხედავად ამისა, ტრამპი პროცედურისთვის საგულდაგულოდ ემზადება და შეარჩია იურისტების გუნდი, რომლებიც მის ინტერესებს დაიცავენ. მათ შორის არიან ადვოკატი ბუთჩ ბაუერსი და პროკურორი ჯოშუა ჰოვარდი, რომელიც მანამდე იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა.

ტრამპი იმედოვნებს, რომ კონგრესის ზედა პალატაში რესპუბლიკელები მისი იმპიჩმენტის საკითხს მხარს არ დაუჭერენ. მანმადე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც გამოთქვა ეჭვი, რომ 100 ადგილიან კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო 76 ხმა არ მოგროვდება. იმპიჩმენტი დასამტკიცებლად საჭიროა, რომ 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მისცეს ხმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system