თავში

ტრამპი კაპიტოლიუმზე შტურმში მემარცხენე "ანტიფას" ადანაშაულებს - აშშ-ის მედია

​ტრამპი კაპიტოლიუმზე შტურმში
ტრამპი კაპიტოლიუმზე შტურმში მემარცხენე ანტიფას ადანაშაულებს - აშშ-ის მედია

ამერიკული მედიის ინფორმაციით, მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმის შტურმში ულტრამემარცხენე მოძრაობა"ანტიფას" წევრები დაადანაშაულა.
წყაროს ინფორმაციით, ტრამპმა ამის შესახებ თავისი პარტიის წევრს, რესპუბლიკელების ლიდერს წარმომადგენელთა პალატაში კევინ მაკარტის სატელეფონო საუბარისას განუცხადა.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით მაკარტი ტრამპს არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ არეულობა მისმა მომხრეებმა მოაწყვეს, ხოლო, როდესაც პრეზიდენტმა არჩევნების გაყალბებაზე დაიწყო საუბარი, მას შეახსენა, რომ არჩევნები დასრულდა.
ამ სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორაცია მანამდე Fox News– მაც გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს ტრამპმა მაკარტისთან საუბარში აღიარა, რომ ვაშინგტონში მომხდარ არეულობაში მას "გარკვეული დანაშაული აქვს”.

ვაშინგტონში მომხდარი არეულობების შემდეგ კონგრესში რამდენიმე რესპუბლიკელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ პროვოკაციას ორგანიზებას ულტრამემარცხენე ჯგუფი "ანტიფა" უწევდა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ეს ფაქტი არ დაადასტურა და განაცხადა, რომ გამომძიებლებმა ამ პროცესებში "ანტიფას" კვალი ვერ დაინახეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system