თავში

ტრამპი: კორონავირუსით 95,000-ზე მეტი დაიღუპება

ტრამპი: კორონავირუსით 95,000-ზე
ტრამპი: კორონავირუსით 95,000-ზე მეტი დაიღუპება

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსით, შესაძლოა, 95,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალოს. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 76,000-ს უკვე გადააჭარბა. 

კონგრესის რესპუბლიკელ წევრებთან საუბრისას, ტრამპმა თქვა, რომ პანდემიის ხელისშემშლელი ზომების მიღებამ დაღუპულთა რაოდენობის შემცირება გამოიწვია.

"მაგრამ საბოლოოდ, შეიძლება, 95,000-ზე მეტ გარდაცვლილზე იყოს საუბარი. 1 გარდაცვლილის არსებობაც კი, მიუღებელია, რომ არაფერი ვთქვათ 100,000-ზე", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

20 აპრილს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 50,000-დან 60,000-მდე იქნებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system