თავში

ტრამპი მსოფლიოს სასუნთქი აპარატებით მომარაგებას ჰპირდება

ტრამპი მსოფლიოს სასუნთქი აპარატებით მომარაგებას ჰპირდება
ტრამპი მსოფლიოს სასუნთქი აპარატებით მომარაგებას ჰპირდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებშიმ უახლოესი ასი დღის განმავლობაშიმ დაახლოებით 100 ათასი მექანიკური სასუნთქი მოწყობილობა (IVL) დამზადდება.

"ბევრი სასუნთქი აპარატი დამზადდება და მე არ ვამბობ, რომ ეს მხოლოდ ჩვენთვის (აშშ-სთვის) არის საჭირო. იტალიას, ესპანეთსა და გერმანიას მოწყობილობები ჩვენზე არანაკლებ ესაჭიროებათ. ჩვენ საკმარისი რაოდენობის აპარატს დავამზადებთ და მის სხვა ქვეყნებში ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ”, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ხელოვნური სუნთქვის აპარატები კორონავირუსით ინფიცირებული, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის კრიტიკული საჭიროების აღჭურვილობას წარმოადგენს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 104 256-ს მიაღწია. გარდაცვლილია 1 704 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system