თავში

ტრამპი "პატრიოტულ პარტიას" ქმნის?

​ტრამპი "პატრიოტულ პარტიას" ქმნის?
ტრამპი პატრიოტულ პარტიას ქმნის?

ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის უფლებამოსილება დღეს, 20 იანვარს იწურება, ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე ფიქრობს, რომელსაც სავარაუდოდ, "პატრიოტულ პარტიას" დაარქმევდა.

ტრამპს რესპუბლიკელ თანაპარტიელებთან უთანხმოება მას შემდეგ დაეწყო, რაც მათმა ნაწილმა განაცხადა, რომ კაპიტოლიუმზე შტურმი ტრამპის მიერ იყო წახალისებული და პროვოცირებული. 

ტრამპმა გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაშიც აღნიშნა, რომ მოძრაობა, რომელსაც მან ჩაუყარა საფუძველი, ჯერ კიდევ იწყება და საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. 

თეთრმა სახლმა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ამერიკელი ხალხისადმი გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა დღეს გამოაქვეყნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system