თავში

ტრამპი: პრესკონფერენციის ჩატარება დროის ხარჯვად და ძალისხმევად არ ღირს

ტრამპი: პრესკონფერენციის ჩატარება დროის ხარჯვად და ძალისხმევად არ ღირს
ტრამპი: პრესკონფერენციის ჩატარება დროის ხარჯვად და ძალისხმევად არ ღირს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში პრესკონფერენციის ჩატარების აზრს ვეღარ ხედავს. ამის შესახებ The Guardian იუწყება.

ერთ თვეზე მეტია, რაც თეთრი სახლში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ყოველდღიურად პრესკონფერენციები იმართება. თუმცა, შაბათს გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპი არ გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც, მრჩელებისგან მიიღო გაფრთხილება, რომ აღნიშნული პრესკონფერენციები მის საარჩევნო კარიერას საფრთხეს უქმნის, ვინაიდან მედია მის მიმართ მტრულ შეკითხვებს სვამს და ყალბ ცნობებს ავრცელებს.

"რა აზრი აქვს თეთრ სახლში პრესკონფერენციების ჩატარებას, როდესაც ყალბი მედია მხოლოდ მტრულ შეკითხვებს გისვამს და შემდეგ სიმართლისა და შემდეგ სიმართლისა და ფაქტების სწორად გაშუქებაზეც უარს ამბობს. ამით ისინი რეკორდულ რეიტინგს იღებენ, ხოლო ამერიკელ ხალხს მხოლოდ ყალბი ახალი ამბები რჩება. ეს დროის ხარჯვად და ძალისხმევად არ ღირს" , - წერს დონალდ ტრამპი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system