თავში

ტრამპი ყოფილი პრეზიდენტების ძეგლების დემონტაჟს მხარს არ უჭერს

ტრამპი ყოფილი პრეზიდენტების ძეგლების დემონტაჟს მხარს არ უჭერს
ტრამპი ყოფილი პრეზიდენტების ძეგლების დემონტაჟს მხარს არ უჭერს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვაშინგტონის მერის რეკომენდაციას დედაქალაქში მდებარე გარკვეული ძეგლის აღებასთან დაკავშირებით, მხარს არ უჭერს. განცხადება ამის შესახებ თეთრი სახლის საიტზეა გამოქვეყნებული.

ვაშინგტონის მერიის სპეციალურმა კომიტეტმა ხელისუფლებას, დედაქალაქში მდგარი, რასიზმის ეპოქასთან დაკავშირებული ძეგლების აღების, ან მათი კონტექსტის შეცვლის რეკომენდაცია მისცა. ჩამონათვალში 1330 ძეგლი მოხვდა. მათი უმეტესობა ყოფილი პრეზიდენტების ჯორჯ ვაშინგტონის, ენდრიუ ჯექსონის, თომას ჯეფერსონისა და ამერიკის აღმომჩენის ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლებია.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილებით ვაშინგტონის მერი მემარცხენე ძალების ქმედებას იმეორებს, რაც სახიფათო ბუნტს უწყობს ხელს, რომელიც აშშ-ის მემკვიდრეობისა და ისტორიის განადგურებისკენაა მიმართული. დონალდ ტრამპმა ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ძეგლებს მოვლა და პატივისცემა სჭირდება.

მიმდინარე წლის მაისში, პოლიციის მიერ დაკავებისას, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მასობრივი ანტირასისტული პროტესტი და ძეგლების წინააღდეგ ბრძოლა მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system