თავში

ტრამპი რესპუბლიკელების ყრილობის გადატანით იმუქრება

​ტრამპი რესპუბლიკელების ყრილობის გადატანით იმუქრება
ტრამპი რესპუბლიკელების ყრილობის გადატანით იმუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, შესაძლოა, სამხრეთ კაროლინადან სადმე სხვაგან გადაიტანოს.

რესპუბლიკელების ყრილობა, სადაც პრეზიდენტობისა და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატები უნდა დაასახელონ, სამხრეთ კაროლინაში, ქალაქ შარლოტში 24-27 აგვისტოს უნდა გაიმართოს. დონალდ ტრამპის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები ჩრდილო კაროლინაში ჯერ ისევ ძალაშია. შტატი შემსუბუქების მეორე ეტაპზეა და იქ ხალხმრავალი შეკრებები დაშვებული არ არის.

ტრამპის თქმით, გუბერნატორ როი კუპერს აგვისტოში ყრილობის სრული მასშტაბით ჩატარებასთან დაკავშირებით არანაირი გარანტიის გაცემა არ შეუძლია.

აშშ-ის რეზიდენტის თმით, თუ მას არ ექნება ინფორმაცია რესპუბლიკელების აგვისტოს ყრილობის მასშტაბებთან დაკავშირებით, მან შესაძლოა, ღონისძიებას სხვა შტატში გადაიტანს.

აშშ კორონავირუსით მსოფლიოში ყველაზე მეტად დაზარალდა. შტატებში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა 100 000-ს უახლოვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system