თავში

ტრამპი, როგორც პოლიტიკოსი, მოკვდა - ირანის პრეზიდენტი

​ტრამპი, როგორც პოლიტიკოსი, მოკვდა - ირანის პრეზიდენტი
ტრამპი, როგორც პოლიტიკოსი, მოკვდა - ირანის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც პოლიტიკოსი, მოკვდა, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა.

"ტრამპი მოკვდა, მისი პოლიტიკური ცხოვრება დასრულდა", - აღნიშნა როუჰანიმ მთავრობის სხდომაზე.

ირანის პრეზიდენტმა ტრამპს ტირანი უწოდა, მის წასვლას კი "ღვთის მადლი".

როუჰანის თქმით, ირანი ბირთვული შეთანხმების შესრულებას დაუბრუნდება, თუ ჯო ბაიდენის მხრიდან ანალოგიური ქმედებები განხორციელდება.

"ჩვენ ველოდებით იმათგან, ვინც დღეს თეთრ სახლში ხელისუფლებას გადაიბარებს, კანონის, ვალდებულებებისა და ძალისხმევის შესრულებისკენ დაბრუნებას, თუ ისინი წინა ოთხი წლის შავი ლაქებისგან გათავისუფლებას შეძლებენ. ისინი საერთაშორისო ნორმებსა და რეზოლუციებს, 2231-ე რეზოლუციას უნდა დაუბრუნდნენ. რა თქმა უნდა, თუკი ისინი დაუბრუნდებიან, ჩვენი პასუხი დადებითი იქნება", - განაცხადა როუჰანიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system