თავში

ტრამპი საკუთარი სოციალური მედია პლატფორმის შექმნას გეგმავს

ტრამპი საკუთარი სოციალური მედია პლატფორმის შექმნას გეგმავს
ტრამპი საკუთარი სოციალური მედია პლატფორმის შექმნას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სამომავლოდ საკუთარი სოციალური მედია პლატფორმის შექმნას გეგმავს. 

მას შემდეგ, რაც Twitter-ის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის პირადი ანგარიში დაბლოკა, აშშ-ის პრეზიდენტმა სამთავრობო გვერდზე (@POTUS) ოფიციალური განცხადება განათავსა, რომელშიც აღნიშნა, რომ Twitter სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. 

„უახლოეს მომავალში საკუთარი ონლაინ პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას განვიხილავთ. ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ! Twitter-ს სიტყვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში, რომელიც Twitter-ის ადმინისტრაციამ მისი განთავსებიდან რამდენიმე წუთში წაშალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system