თავში

ტრამპი სოციალურ ქსელებს დახურვით ემუქრება

​ტრამპი სოციალურ ქსელებს დახურვით ემუქრება
ტრამპი სოციალურ ქსელებს დახურვით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი სოციალური ქსელების მკაცრად გაკონტროლებით ან, მათი სრულიად დახურვით დაიმუქრა. 

„რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ სოციალური ქსელები მთლიანად ახშობენ კონსერვატორების ხმას. ჩვენ მათ მკაცრად გავაკონტროლებთ, ან მანამდე დავხურავთ, ვიდრე ეს მოხდება. ჩვენ დავინახეთ, რის გაკეთებას ცდილობდნენ ისინი 2016-ში და არ გამოუვიდათ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ამის კიდევ უფრო დახვეწილი ვერსია განმეორდეს“, - დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

მანამდე სოციალურმა ქსელმა „ტვიტერმა“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფოსტით ხმის მიცემასთან დაკავშირებით "ტვიტერით" გავრცელებული შეტყობინების ქვეშ ნიშანი დასვა, რომ ინფორმაცია არაზუსტი იყო და მომხმარებელს ზუსტი ფაქტების გაცნობა შესთავაზა. დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ არჩევნების დროს ფოსტით ხმის მიცემა შედეგების გაყალბებისთვის იქნება გამოყენებული. თუ მომხმარებელი „ტვიტერის“ მითითებას მიჰყვება, ნახავს, რომ დონალდ ტრამპის განცხადება არანაირი მტკიცებულებით გამყარებული არ არის.

ამის პასუხად ტრამპმა სოციალური ქსელი პრეზიდენტის არჩევნებში ჩარევასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა.

ტრამპი ფოსტით ხმის მიცემის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს კალიფორნიის დემოკრატი გუბერნატორის გევინ ნიუსომის გადაწყვეტილების ფონზე. ნიუსომი 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შტატის ყველა ამომრჩევლისთვის ბიულეტენების ფოსტით გაგზავნას გეგმავს. რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ დემოკრატები არჩევნების გაყალბებისთვის ემზადებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system