თავში

ტრამპი სტოლტენბერგს NATO-ს როლის გააქტიურებას სთხოვს

ტრამპი სტოლტენბერგს NATO-ს როლის გააქტიურებას სთხოვს
ტრამპი სტოლტენბერგს  NATO-ს როლის გააქტიურებას სთხოვს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ალიანსის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ტრამპმა და სტოლტენბერგმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები განიხილეს. მათ შექმნილ სიტუაციასა და რეგიონში NATO-ს როლზე იმსჯელეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა იენს სტოლტენებრგს NATO-ს ახლო აღმოსავლეთში უფრო აქტიური როლი შეასრულება სთხოვა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ალიანსს რეგიონულ სტაბილურობასა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. ტრამპი და სტოლტენბერგი ასევე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე მჭიდრო კონტაქტს შეინარჩუნებენ.

პრესრელიზში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღნიშნავს, რომ ერაყსა და ავღანეთში NATO საწვრთნელი მისიებით და როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოქმედი გლობალური კოალიციის წევრი, წამყვან როლს ასრულებს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system