თავში

ტრამპი თეთრ სახლს ბაიდენის ინაუგურაციამდე 4 საათით ადრე დატოვებს

​ტრამპი თეთრ სახლს ბაიდენის ინაუგურაციამდე 4 საათით ადრე დატოვებს
ტრამპი თეთრ სახლს ბაიდენის ინაუგურაციამდე 4 საათით ადრე დატოვებს

დღეს დონალდ ტრამპი მელანია ტრამპთან ერთად თეთრ სახლს. მათი გამგზავრება დილი 8 საათისთვის არის დაგეგმილი - 4 საათით ადრე, ვიდრე ჯო ბაიდენის ინაუგურაცია დაიწყება.

ტრამპი ფლორიდაში მიემგზავრება. მანამდე მან განაცხადა, რომ ინაუგურაციის ცერემონიას არ დაესწრება, თუმცა ახალ ადმინისტრაციას წარმატება უსურვა.

თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ვადის ამოწირვამდე ცოტა ხნით ადრე გამოსამშვიდობებელი მიმართვა გაავრცელა, სადაც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას წარმატებას უსურვა. "მიმდინარე კვირას ჩვენ ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციას ჩავატარებთ და ჩვენ ვლოცულობთ მათი წარმატებისთვის ამერიკის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში, ჩვენ მათ საუკეთესოს ვუსურვებთ და ასევე მათთვის იღბალი გვინდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა“, -განაცხადა ტრამპმა გამოსამშვიდობებელ მიმართვაში.

ტრამპმა ასევე ვრცლად ისაუბრა საკუთარი ადმინისტრაციის მიღწევებზე. მისი თქმით იგი ამაყია იმ ყველაფრით, რასაც პრეზიდენტობის დროს ამერიკელ ხალხთან ერთად მიაღწია. მისი თქმით მან გააკეთა ყველაფერი და უფრო მეტიც, რისთვისაც ხელისუფლების სათავეში მოვიდა.

ტრამპმა მადლობა გადაუხადა მელანია ტრამპს, ოჯახს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს, თეთრი სახლისა და სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლებსა და რაც მთავარია, ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის.

„ყველაზე მეტად მე მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს. გემსახუროთ თქვენ როგორც პრეზიდენტი, იყო ჩემთვის წარმოუდგენელი პატივი. მადლობა ამ განსაკუთრებული პრივილეგიისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპი ასევე კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.

„ყველა ამერიკელი შეშფოთებული იყო კაპიტოლიუმზე თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა არის თავდასხმა ყველაფერზე, რაც ძვირფასია ჩვენთვის, როგორც ამერიკელებისთვის. ამას არასდროს შევეგუებით. ახლა როგორც არასდროს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ღირებულების გარშემო, დავდგეთ პარტიულ ბრაზზე მაღლა და შევქმნათ ჩვენი საერთო ბედი“, – განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system