თავში

ტრამპი: თეთრ სახლთან ახლოს რომ მოსულიყვნენ, ავი ძაღლებით მიესალმებოდნენ

ტრამპი: თეთრ სახლთან ახლოს რომ მოსულიყვნენ, ავი ძაღლებით მიესალმებოდნენ
ტრამპი: თეთრ სახლთან ახლოს რომ მოსულიყვნენ,  ავი ძაღლებით მიესალმებოდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო, თეთრ სახლთან გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

"აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა გუშინ ღამით თეთრ სახლთან დიდი სამუშაო გასწია. ისინი არამხოლოდ პროფესიონალურად, არამედ ძალიან მტკიცედ მოქმედებდნენ. მე შიგნით ვიყავი, მათ თითოეულ ნაბიჯს ვაკვირდებოდი და თავი ამაზე უსაფრთხოდ არასდროს მიგრძვნია. მათ "პროტესტის" მონაწილეებს უფლება მისცეს იმდენი ეყვირათ, რამდენიც უნდოდათ, მაგრამ როგორც კი ვინმე გამყოფ ხაზს მიუახლოვდებოდა, იმდენად სწრაფად ახდენდნენ რეაგირებას, რომ მომიტინგეები ვერც მიხვდებოდნენ, რა მოხდა მათ თავს. პროფესიულად ორგანიზებული დიდი ბრბო შეიკრიბა თეთრ სახლთან, თუმცა ვერავინ გაბედა ახლოს მოსვლა. თუ ამას იზამდნენ, მათ ყველაზე ავი ძაღლებითა და ყველაზე საშიში იარაღით მიესალმებოდნენ. აი, ამ დროს კი ნამდვილად მძიმედ დაშავდებოდნენ. საიდუმლო სამსახურის აგენტები მოქმედებისთვის ემზადებოდა. როგორც გუშინ ღამით ნახეთ, ისინი საქმეს ძალიან კარგად და პროფესიონალურად ასრულებდნენ. არასოდეს გაუშვათ ისინი ხელიდან. გმადლობთ! მეორეს მხრივ, ვაშინგტონის მერმა, მიურელ ბაუზერმა, რომელიც მხოლოდ ფულს და დახმარებას ითხოვს, პოლიციას საქმეში ჩარევის საშუალება არ მისცა. "მათი საქმე არ არის" - ამბობდა ის. კეთილი!", - წერს დონალდ ტრამპი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის, აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა გრძელდება. მომიტინგეები გასულ კვირას მინეაპოლისში 46 წლის ადგილობრივი აფროამერიკელის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ. ფლოიდი სამართალდამცავებმა მანქანიდან გადმოიყვანეს, ბორკილები დაადეს და ასფალტზე დააწვინეს, ხოლო ერთი ოფიცერი ჯორჯს კისერზე ფეხით აწვებოდა. თვითმხილველთა თქმით, დაკავებული პოლიციას ეუბნებოდა, რომ მას სუნთქვა არ შეეძლო. მალევე მან გონება დაკარგა და მოგვიანებით ჯორჯ ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, აქცია გაიმართა ვაშინგტონშიც. თეთრი სახლის მიმდებარედ შეკრებილი დემონსტრანტები "მე ვეღარ ვსუნთქავ" - ლოზუნგით გამოვიდნენ. პოლიციამ ჩაკეტა თეთრი სახლის შესასვლელები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system