თავში

ტრამპი თუ ბაიდენი - აშშ დღეს რიგით 46-ე პრეზიდენტს ირჩევს

ტრამპი თუ ბაიდენი - აშშ დღეს რიგით 46-ე პრეზიდენტს ირჩევს
ტრამპი თუ ბაიდენი - აშშ დღეს რიგით 46-ე პრეზიდენტს ირჩევს

მსოფლიოს ყურადღება დღეს აშშ-ისკენაა მიმართული. გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური ძვრების ფონზე აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს მოქალაქეები ქვეყნის რიგით 46-ე პრეზიდენტს აირჩევენ.

ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენი უპირისპირდებიან. ხმების დათვლას, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღე სჭირდება, თუმცა წინასწარი შედეგები, როგორც წესი უკვე ღამითვე ცნობილია ხოლმე.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, კორონაპანდემიის გამო, განსაკუთრებულ ვითარებაში იმართება. 96 მილიონმა ამომრჩეველმა წინასწარ უკვე გააკეთა არჩევანი და ბიულეტენები ფოსტით გააგზავნა, რაც რეკორდული მაჩვენებელია აშშ-ისთვის. ბიულეტენების გადათვლას, შესაძლოა, რამდენიმე დღე, ან კვირაც დასჭირდეს.

ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემის მიხედვით, მოსახლეობა ხმას აძლევს ამა თუ იმ კანდიდატს, თუმცა, პრეზიდენტს ის პირდაპირი წესით არ ირჩევს, ისინი რეალურად ამომრჩეველთა კოლეგიას ირჩევენ, რომელიც შემდეგ პრეზიდენტს ირჩევს.

ამომრჩეველთა კოლეგია 538 წევრისგან შედგება. არჩევნებში გამარჯვებულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც კოლეგიის მინიმუმ 270 წევრის მხარდაჭერას მოიპოვებს.

Twitter-მა დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე სოციალურ ქსელში საკუთარი გამარჯვების გამოცხადება აუკრძალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system