თავში

ტრამპი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ქალ კანდიდატს წარადგენს

ტრამპი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ქალ კანდიდატს წარადგენს
ტრამპი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ქალ კანდიდატს წარადგენს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში რუთ ბეიდერ გინსბურგის შემცვლელად ქალ კანდიდატს წარადგენს.

„მომავალ კვირას კანდიდატს წარვადგენ და ეს ქალი იქნება.  რადგან რეალურად ქალები ბევრად უფრო მომწონს, ვიდრე კაცები”, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპი მიიჩნევს, რომ რუთ გინსბურგის შემცვლელი კანდიდატი დაუყონებლივ უნდა აირჩიონ. ხოლო, დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ ახალი მოსამართლე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა დაინიშნოს.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ქალთა უფლებების აქტიური დამცველი რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system