თავში

ტრამპი ვაქცინის საკუთარი სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის

​ტრამპი ვაქცინის საკუთარი სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის
ტრამპი ვაქცინის საკუთარი სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დახურული წვეულების დროს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარ დამსახურებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვაქცინისთვის მისი სახელი - "ტრამპცინა" უნდა დაერქმიათ. ინფორმაციას ამის შესახებ The Independent ავრცელებს. ტრამპის თქმით, "ტრმაპცინას" იდეა მას ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მიაწოდა.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის 45-ე პრეზიდენტმა რამდენიმე ვაქცინის შექმნაში საკუთარ წვლილს გაუსვა ხაზი და ასევე, მადლობა გადაუხადა რესპუბლიკელ გუბერნატორებს პანდემიის დროს ბიზნესის თანადგომისთვის.

ტრამპის თქმით, ვაქცინის დაჩქარებულად შექმნას Warp Speed-ის შექმნით სტარტი სწორედ მან მისცა, თუმცა, ინიციატივის ფარგლებში მხოლოდ ერთი კომპანიის - Moderna-ს პრეპარატის წარმოება დაფინანსდა.

დონალდ ტრამპმა ყოფილი სამედიცინო მრჩეველი, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და დამცინავი ეპითეტებით მოიხსენია. მანამდე ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ერთმანეთს ებრძოდნენ და არა ვირუსს. თეთრის სახლის ყოფილი კოორდინატორის დებორა ბერქსის განცხადებით, კი ქვეყანაში ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, ტრამპის ადმინისტრაციას პირველი ტალღის შემდეგ მკაცრ ზომები რომ მიეღო. ამას თან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა თავისი ყოფილი მრჩევლები დაადანაშაულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system